კულტურულ გასართობი ცენტრი & საბაგირო გზა არგო

კულტურულ გასართობი ცენტრი და საბაგირო გზა არგო

 

კულტურულ გასართობი ცენტრი ,,არგო" წარმოადგენს სანახაობრივ კომპლექს, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ანურიის მთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 250მ სიმაღლეზე. გასართობი კომპლექსი გვთავაზობს ქალაქის, შავ ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს,პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.

შენობისდიზაინი გაჯერებულია არგოს სანაოსნო სიმბოლოებით. გემი, რომლითაც იასონი და არგონავტები შემოვიდნენ საქართველოში. არგოს ფორმა მოიცავს მაღლივ შენობასა და პოდიუმს, რათა მნახველს შეუქმნას გემზე ყოფნის შთაბეჭდილება. კოშკს აქვს იალქნის ფორმა, რომელიც შედგება კომბინირებული ოქროსფერი ალუმინის პანელებისა და მინებისაგან. ყოველივე ეს ციმციმებს დღის შუქზე და ნათდება საღამოობით. დასავლეთ პროფილი, რომელიც ქალაქს უყურებს მაქსიმალურად მინითაა დაფარული/შებურული. პოდიუმის ტერასა წარმოადგენს შენობის ცენტრალურ ნაწილს, ის გვთავაზობს ფართო ხედს ქალაქსა და მის შემოგარენზე, მთებზე. შენობის გარშემო ფართობი (სივრცე) ისეა დაპროექტებული, რომ რჩება ,,უწყვეტი მოგზაურობის" შეგრძნება და ეს მოგზაურობა მიმდინარეობს სივრცეში.

გასართობი ცენტრი ასევე მოიცავს საბაგირო გზას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც ქალაქთან დამაკავშირებელი ძირითადი ხაზი. ვიზიტორთა უმრავლესობა არგომდე ასასვლელად სავარაუდოდ გამოიყენებს საბაგირო გზას, რომლიც მათ მოგზაურობას უფრო სასიამოვნოსა და ამაღელვებელს გახდის და მისცემს ჩვენი ქალაქის პანორამული ხედით დატკბობის საშუალებას. . არგოში შესასვლელი ტერასა მდებარეობს შენობის უკანა მხარეს, ულამაზესი ხედით მთებზე.

საბაგირო გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიული კომპანია ,,დოპპელმაიერი"-ს მიერ. გზის სიგრძე 2 586 მეტრია მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები)5მ/წმ. სიჩქარით. ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგირო მოემსახურება 245 ადამიანს.

გასართობი ცენტრისა და საბაგირო გზის სადგურების არქიტექტურული მხარე, დამუშავებულია ლონდონში კომპანიაRTKL-ის მიერ.